logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
დავით ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს
18:18 06.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალინის განცხადებით, ევროპარლამენტის შეფასებები ობიექტური იყო და აღნიშნული წარმოადგენს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგს.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურანლისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპარლამენტის შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა. მხარდაჭერა გვაქვს როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე. მინდა ევროკომისარ ჰანის ვიზიტი შეგახსენოთ, რომლის დროსაც მან ძალიან მაღალი შეფასებები მისცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი არასერიოზულად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას ევროპარლამენტის რეზოლუციასთან მიმართებით და თვლის, რომ მსგავს განცხადებების საფუძველს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები შეიძლება წარმოადგენდეს.

„სამწუხაროდ ხდება საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათთვის მთავარია რომ ამ პროცესიდან მიიღონ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი და რაც შეიძლება ნაკლები სარგებელი მიიღოს ქვეყანამ“ - აცხადებს ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ოპონენტის მცდელობისა ქართველი ხალხი ვითარებას ჯანსაღად აფასებს და ხედავს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ხელშესახებ შედეგებს.
„ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ის კონკრეტული შეფასებები და შედეგები, რომლებიც ქვეყანას და ხელისუფლებას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და მეორეს მხრივ, გვაქვს ის მცდარი განცხადებები რომლებიც, ჟღერდება ოპონენტების მხრიდან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან სწორად ხედავს და ობიექტურად აფასებს“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია რომ 2018 წლის ივლისში, ევროპალამენტის საგარეო ურთიერთიბათა კომიტერში განიხილეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა