საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
როგორც მან პარლამენტში განაცხადა, თითოეული მოქალაქის წარმატება გეგმას უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც 5 ძირითად ასპექტს მოიცავს.
"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასაქმება. მთავრობისთვის არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე არის დასაქმება. მე მინდა რომ თითოეულ გაჭირვებულ ადამიანს მივმართო ამ ტრიბუნიდან - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი", - განაცხადა მან.
სააკაშილის განცხადებით, ქვეყნის წინსვლას ყველა მოქალაქე საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობს.
ამასთან, მისი თქმით, 2015 წლისთვის საქართველოში 100-ზე მეტი ახალი კლინიკა აშენდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კი - ფუნქციონირებას ჯამში 130 ახალი სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.

















