logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
09:41 06.09.2018
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დასკვნის მიღებით დაასრულა. კომისიის ბოლო, რიგით მე-20 სხდომა, დასკვნის პროექტის შეჯამებას და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებული დასკვნის განხილვას და მათ კენჭისყრას დაეთმო.



სხდომაზე კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტის მოკლე შეჯამება წარმოადგინა და ყურადღება რეკომენდაციების ნაწილზე გაამახვილა. მოხსენებასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კომისიის დასკვნის მეორე პროექტი წარადგინა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შედეგად, ობიექტურად იქნა შედგენილი. წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, საუბარია გამოძიების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედებების არ ჩატარებას ან დაგვიანებით ჩატარებას შეეხებოდა. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, მიუხედავად გამოვლენილი ხარვეზებისა, არ ფიქსირდება სამოხელეო დანაშაული და შესაბამისად, კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილილებლობის საკითხი არ დგას. მისივე განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციები საგამოძიებო სისტემის რეფორმირების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას შეეხება. დასკვნასთან დაკავშირებით შეფასება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი დასკვნა სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და კომისიის მანდატს არ უნდა გასცდეს. წარმოდგენილ დასკვნის პროექტთან დაკავშირებით კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან შეკითხვები და ნეგატიური შეფასებები გამოითქვა, რასაც უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი არგუმენტებით უპასუხეს.



„საზოგადოების და მშობლების მხრიდან, ასევე კომისიის წინაშე მდგარი მთავარი შეკითხვა იყო აფარებდა თუ არა ხელს სახელმწიფო დამნაშავეებს და სახელმწიფო ხომ არ მოქმედებდა მართლმსაჯულების წინააღმდეგ?! დღეის მდგომარეობით ამ საქმეზე ათი ადამიანი პასუხისმგებლობაში მიეცა და გამოძიება გრძელდება ცალკე გამოყოფილ საქმეზე. აქედან გამომდინარე პასუხი მთავარ კითხვაზე ჩვემთვის პირადად სრულიად ნათელია“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მანვე პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში კონსესუსის და მიუკერძოებელი დოკუმენტის შედგენის იმედი გამოთქვა.



კომისიის მუშაობა და მისი შედეგები დროებითი საგამოძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, საბოლოოდ თუ რა ტიპის დოკუმენტი დაიდება და როგორი დასკვნა მომზადდება იმის მიხედვით მოხდება კომისიის მუშაობის შედეგების შეფასება. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა სხდომაზე განხილულ დასკვნის ორივე პროექტს ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. 9 მომხრე, 4 წინააღმდეგით კომისიის წევრთა უმრავლესობამ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად „ქართული ოცნების“ დასკვნის პროექტს 4 მომხრე და 9 წინააღმდეგი ჰყავდა.



კომისიის მიერ მხარდაჭერილი დასკვნა უახლოეს პერიოდში პარლამენტის ბიუროს წარედგინება. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა