logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ ცალსახად პოზიტიურია
არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ ცალსახად პოზიტიურია
14:05 05.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნით სხდომაზე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიშში არის პოზიტიური შეფასებები და საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშიანო დავალებებს რაც ნაკისრი აქვს აღნიშნული ხელშეკრულებით.


„რუსთავი 2-მა და ოპოზიციის ნაწილმა ისე გადაუთარგმნა საზოგადოებას, რომ თითქოს ნეგატიური შეფასებები არის მოცემული ანგარიშში. სინამდვილეში ისინი საუბრობდნენ ერთ ანგარიშზე და აშუქებდნენ სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული მოსაზრება. რაც შეეხება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზე შეფასებებია მოცემული და რომელიც ევროპარლამენტის ეგიდით ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კლერ მუდიმ წარადგინა ევროპარლამეტში, შესაბამის ფორმატში. ამ ანგარიშში ცალსახად არის მოცემული პოზიტიური შეფასებები საქართველოში ბოლო წლებში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე. კერძოდ, წერია, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშინაო დავალებას, რომელიც აქვს ევროინტეგრაციის კუთხით ამ ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული. წერია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში ძლიერდება, წერია, რომ რეფორმები წარმატებით ხორციელდება, ასევე წერია ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან გვაახლოებს და საბაზრო ეკონომიკასთან გვაახლოებს. ასევე წერია სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტებების შესახებ. ასე რომ ცალსახად ეს დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, არის პოზიტიური საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ სახელი უნდა დაერქვას იმას, როდესაც ბატონი გიორგი კანდელაკი გამოდის ტელევიზიით ან მიმოწერით და ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას. არ გამოუვა. საქართველოში რაც კეთდება შეუმჩნეველი არ დარჩება. პროგრესი, რომელიც არის, გამოწვევები, რომელიც ასევე რჩება ჩვენი საზოგადოებისთვის არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არა ჩუმად და დამოუკიდებლად. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, როდესაც საქართველოს ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე - და ასოცირების ხელშეკრულება ნამდვილად ასეთი საკითხია - ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომელიც საჯარო და ჩვენი ქვეყნის ინტერესს შეესაბამება“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა