logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შორის ორმხრივი ურთიერთობები გახდება ბევრად უფრო მჭიდრო
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შორის ორმხრივი ურთიერთობები გახდება ბევრად უფრო მჭიდრო
12:37 05.09.2018
„ეს იყო იაპონიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი გახლდათ. ჩვენ 25 წელი დაგვჭირდა იმისათვის რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი წვეოდა საქართველოს, მაგრამ მომავალში ეს ხშირად განმეორდება, ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ჩვენ გვაქვს იმედი რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ბევრად უფრო მჭიდრო გახდება. დიდი მადლობა ქართველი ხალხს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“- ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა.



იაპონიის პირველი დიპლომატის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორის აეროპორტში გაიმართა. ტარო კონო ქართველმა კოლეგამ, დავით ზალკალიანმა გააცილა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ვიზიტი და მისი შედეგები. დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა მნიშვნელოვანი ინიციატივები საქართველოს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და იაპონიასთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით: „ ეს ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ დონეზე. გამომდინარე იქიდან რომ შეხვედრების შინაარსი იყო ძალიან დატვირთული განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა ახალი ინციატივები, კერძოდ საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა იმისა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები და გაფორმდება შეთანხმება, არის შესაძლებლობა იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია რომ იაპონური მხარე არის მოწადინებული, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იაპონური მხარის ახალი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 343 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფაში“ - განაცხადა დავით ზაკლკალიანმა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის მთავრობის ახალ “კავკასიის ინიციატივის“, რომელიც ასევე ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა და მოიცავს ცალკეულ პროექტებს, რომლებიც ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათის სავიზო პროცედურების მნიშვნელოვანი გამარტივება და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.



დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა წლების განმალობაში ავლენს საქართველოს მიმართ: „იაპონია იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარა საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში. მაშინაც 200 მლნ. აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი იაპონიის მხრიდან. ეს თანამშრომლობა ეკონომიკური სფეროების გაღრმავების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული. ნაყოფიერი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი საქართველო იაპონიის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეუღლესთან ერთად საქართველოში 4-5 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა