logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა
არჩილ თალაკვაძე: „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა
11:29 05.09.2018
“იმედი გვქონდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ისე შევისწავლიდით, დასკვნა პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი იქნებოდა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ დასკვნის დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა“ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნის თანახმად, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან მან თქვა, რომ ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ვერ გაუშვებს ციხეში.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ დასკვნის თანახმად, გიორგი გახარიას ედავებიან, რომ მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გამოძიება საერთოდ შეჩერდა.

„მაშინ როდესაც იმავე თვეში 490-მდე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ერთი ადამიანი დამატებით იყო დაკავებული. გამოძიება დღემდე გრძელდება და არის ბევრი ახალი გარემოება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრების აზრით, ყველა ადამიანი, ვინც კომისიაზე გამოსაკითხად იყო მისული, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ან მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ დავდებთ ობიექტურ დასკვნას და პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებთ უკვე ამ დასკვნის შესახებ. დავდებთ ობიექტურ დასკვნას, სადაც იქნება ობიექტური შეფასებები, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე. იქნება ის მკაცრი რეკომენდაციები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს და ასევე მაქსიმალურად იქნება კითხვებზე პასუხები გაცემული, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა. აქ არის დადგენილი კონკრეტული ხარვეზები და ამ დასკვნას უკვე წარვადგენთ პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სცადეს, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში არის სრული ჩავარდნა.

„იცით, რომ პროცესი გრძელდება სააპელაციო სასამართლოში. „ევროპულმა საქართველომ“ სცადა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოს, აქ არის სრული ჩავარდნა და არაფერი გაკეთებულა. შეგახსენებთ, ერთი ადამიანი მსჯავრდებულია მკვლელობისთვის, მეორე – მკვლელობის მცდელობისთვის. ათამდე პირი დამატებით პასუხისგებაშია მიცემული, შესაბამისად, მართლმსაჯულება ბოლომდეა მისაყვანი და პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს. ჩვენ დავდებთ ობიექტურ დასკვნას და ამ დასკვნაში, რა თქმა უნდა, ასახული იქნება „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის ობიექტური ნაწილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები განიხილეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა