logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
16:57 04.09.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტარო კონოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე.

„პირველად ხდება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს ჩვენს ქვეყნას, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, იაპონია საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

„იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენი ქვეყნისთვის. სულ უფრო იზრდება ის სფეროები, რაშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ. სულ ახლახან, იაპონიამ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსოს საქართველოში ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასეულობით მილიონი ევროა მათი მხრიდან გამოყოფილი საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, გეგმავენ, რომ განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები და დაიწყონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთებით გარემოსდაცვით სფეროში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იაპონია მსოფლიოში ლიდერია ტექნოლოგიების კუთხით, მათ შორის, გარემოსდაცვით კუთხით არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში და მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან დაგვეხმარება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„იაპონიას აქვს ინტერესი, რომ კავკასიაში იყოს სტაბილურობა, იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის განვითარება, საქართველომ უფრო მეტად შეასრულოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებლის როლი. იაპონია აპირებენ ამაში სულ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდგომ, კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური კუთხით გაძლიერების მიმართულებით, ასევე, სულ უფრო მეტი იაპონური კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების ჩადებით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.



შეხვედრის დასრულების შემდგომ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში.



თამარ ჩუგოშვილისა და ტარო კონოს შეხვედრას, ქართული მხრიდან, ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირმა ინაშვილი, სოფიო ქაცარავა და ლევან კობერიძე.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა