logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
16:13 04.09.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.



მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდაზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.



როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროკომისარმა თავისი ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს მიმართ.



„იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნა იყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლა თანდათან გაიზრდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მას სხვა ქვეყნების სტუდენტებიც შეუერთდებიან.



შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ახორციელებს. ბევრი ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე ქვეყანაში, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე და ასევე იმ ცვლილებებზე, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში რეგლამენტში პარლამენტის საზედამხედველო როლოს გასაძლიერებლად. ამ საკითხის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. ევროკავშირის მოლოდინი ძალიან მაღალია იმის მიმართ, რომ პარლამენტის პოლიტიკური როლი - საზედამხედველო ფუნქცია გადავა სხვა ეტაპზე ჩვენ ქვეყანაში, რისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ამ პროცესში მათი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაც გვაქვს.



მთავარი არის ის, რომ როგორც ყოველთვის, ევროკაშირის კომისარმა თავისი ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა ჩვენი ქვეყნის მიმართ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.



შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: ირმა ინაშვილი, სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა