logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გავაორმაგებ ჩვენს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანისთვის
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გავაორმაგებ ჩვენს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანისთვის
16:06 04.09.2018
„ჩატარებული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, „გავაორმაგებ ჩვენს ძალისხმევას საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრობის გასაღრმავებლად და თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებაში გადაყვანისთვის“, განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტარო კონომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდ პატივს წარმოადგენს პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართვლოში სტუმრობა.


ტარო კონოს განცხადებით იაპონიასა და საქართველოსა აკავშირებთ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულება: „იაპონია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენ გვაკავშირებს ფუნდამენტური ფასეულობები, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.“ გასულ წელს საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს იზეიმეს.“
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნასა შორის ურთიერთობების დინამიკა და აღნიშნა რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს. მისი თქმით აღნიშულ მიზანს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს იაპონიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივა“. ტარო კონმოს თანახმად, ინიციატივის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, როგორიცაა სავიზო პროცედურების გამარტივება, გაცვლითი პროგრამების შესახებ გადაწყვეტილება, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განვითარება და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფინანსური და პრაქტიკული დახმარება: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობებით. დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება იაპონიამ და საქართველომ ითანამშრომლონ კიდევ უფრო მჭიდროდ, რომ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. მაგალითად, იაპონია გეგმავს, გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა დიპლომატების, იურისტების და სხვა ექსპერტების განვითარებას, რადგან ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობის მიზნით, გავამარტივოთ სავიზო პროცედურები საქართველოს მოქალაქეებისათვის. უფრო მეტიც, მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითად პრინციპებზე. მოხარული ვარ, რომ მოვაწერო ხელი ნოტების გაცვლის ხელშეკრულებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ განვითარებას“, განაცახადა იაპონიის საგარო საქმეთა მინისტრმა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრს ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე, რომლის თანახმადააც იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა