logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: კომისიას არ აქვს უფლება, მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს რომ ამ ადამიანს წაუყენე ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნებ
ეკა ბესელია: კომისიას არ აქვს უფლება, მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს რომ ამ ადამიანს წაუყენე ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნებ
15:35 04.09.2018
ხორავას საპარლამენტო კომისიის მიმდინარეობისას, რეკომენდაციების განხილვისას ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა.
ბესელიას თქმით, მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო და პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არ აქვს.
,,რატომ ვაკეთებთ იმას, რისი უფლებაც არ აქვს კომისიას? მე ვერ დავიჯერებ, რომ ოთარ კახიძემ არ იცის, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო, ვერ დავიჯერებ იმას, რომ არ იცის, რომ ხელისუფლების ამ შტოს, პარლამენტს, რომელიც აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების განსაზღვრის უფლება არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების, მე ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იცის. მჯერა, რომ იცის, ამიტომ მიჩნდება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას? ალბათი მიტომ, რომ ეს არის რაღაცა პოლიტიკური ფორმულირება. იმდენად უნდა გინდოდეს, რომ რაღაც სკანდალური დაიწეროს ამ დასკვნაში, მაგალითად აღმოაჩინეთ ის , რომ არსებობს კიდევ ვიღაცა ადამაინი, ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც მკვლელობა აქვს ჩადენილი და ვინმე ხელს აფარებს. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეს ცდუნება, ძალიან მიკვირს, რომ რამ უნდა გადაწონოს ახლა ეს. შინაგანად იცი რომ არ შეგიძლია ახლა ამის გაკეთება და ამას მაინც აკეთებ და ამ ტრაგედიას, რის გამოც ვართ ამდენი ხანი შეკრებილი და რის გამოც ეს ყველაფერი ხდება, კიდევ ერთ ტრაგედიას ამატებ,. მოკლედ, არ შეიძლება ამის გაკეთება, არ აქვს კომისიას უფლება რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, განსაკუთრებით იმ ვითარებაში როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომ ამ ადამიანს წაუყენე განზრახ მკვლელობის ან ნებისმიერი სხვა პუნქტის, ამ მუხლის ამ ნაწილით, ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები.
ფაქტობრივ გარემოებებს რაც შეეხება ამბობთ რომ ვერ დადგინდა რომ ამ საგანს, რომელმაც ტარის ასოციაცია თუ აღქმა გაუჩინა რამდენიმე ადამიანს აქვს თუ არა მჭრელი პირი. ეს ვერ დადგინდა. უტყუარი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით გამამტყუნებელი განაჩენი თუ გამოგაქვს და ეს უნდა იყოს იმ დონის მტკიცებულება რომ არ იწვევდეს ეჭვს განსაკუთრებით როცა მკვლელობაზეა საუბარი. არც ერთი ადამიანი არ ამბობს, რომ დაინახა რომ მ.კ ურტყამდა აკრძალულ საგანს ანუ დანას დავით სარალიძეს. ესეთი ჩვენება პირდაპირი, ერთი ჩვენება მაინც კომისიას არ მიუღია. არის რამდენიმე გარემოება, რომ ჯიბიდან ამოიღო რაღაც, ხელი ჩაიყო ჯიბეში და მერე დაინახა ვიღაცამ რაღაცა ტარი და მერე დახატეს ეს ფურცელზე. ეს ყველაფერი არის ის სტანდარტი, რომელზეც შეიძლება ისაუბრო მტკიცებით ფორმაში რომ ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა? მე მგონი ეს არც დაზარალებულს არ უნდა, ეს არც არავის არ სჭირდება, რომ მოიძებნოს ისეთი მსხვერპლი რომლის მიმართ არსებობს რაღაც ვარაუდები, და არ არის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება. არ ვიცი სასამართლო რას დაადგენს. პირადად მე მგონია რომ ჩვენი რეკომენდაცია ასე უნდა იყოს ფორმულირებული. მე დავუჭერდი ასეთ რეკომენდაციას მხარს, რომ იგივე მ.კ-ს ნაწილში ყველა ის გარემოება, რაც არის შეკრებილი გამოძიების მხრიდან , რაც მოიპოვა კომისიამ მათ შორის, ახალი გარემოება იქნება თუ უფრო ცხადად დანახული იგივე მტკიცებულება, შეფასდეს ერთიანად ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით როგორც ამას კანონი ამბობს და შეფასება გააკეთოს საგამოძიებო ორგანომ და საბოლოოდ მართლმსაჯულების ორგანომ ანუ სასამართლომ, სადაც ეს საქმე არსებითად იხილება. ეს არის სივრცე, რომელიც არის მართლმსაჯულების სივრცე და არა გვაქვს იქ შესვლის უფლება ამიტომ დავიცვათ ჩვენ ჩვენს ზონაში ჩვენი მანდატის უფლემაბომისლების ფარგლები“ - განაცხადა ეკა ბესელიამ



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა