logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია
ანრი ოხანაშვილი: დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია
15:35 04.09.2018
მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ხორავას საპარლამენტო კომისიის მსვლელობისას საპარლამენტო უმცირესობის წევრებს კითხვით მიმართა.
ოხანაშვილის თქმით, დევნის კომპეტენცია არ არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა.
„პირველი რაც ბატონმა ოთარმა თქვა ეს იყო, რომ კომისიამ ვერ დაადგინა რეალურად მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ამაზე მეთანხმებით ხომ? ანუ კომისიამ ვერ დაადგინა მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ხომ საერთო პოზიციაა? ჩვენ ვიცით და კომისიას აქვს ინფორმაცია, დავეთანხმები ბატონ ოთარს, გამოიკვეთა გარკვეული ახალი გარემოება მათ შორის კომისიისთვის და ასევე იცით , რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოყოფილია ცალკე საქმე, სადაც მუშავდება ბევრი ვერსია და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ეს ახლადგამოკვეთილი გარემოება ცნობილია. შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იცოდეს , რომ ეს გარემოება კომისიამაც დაადგინა და ეს გარემოება დადგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩვენს მიერ წარმოებული გამოკითხვებით ვერ დავადგინეთ და არ დადგინდა რომ მ.კ-ს ხელში ეჭირა დანა. მე მაინტერესებს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ჯგუფურ დანაშაულს, ამ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვას სხვასთან ერთად ეს საკიტხი რომ ჩავშალოთ , პირდაპირი მტკიცებულებები გვითხარით და ამის შემდგომ შეგვიძლია კიდევ დავსვათ საკითხი.
ის რომ დევნის კომპეტენცია არ არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა ძალიან კარგად იცით. გუშინ თქვენვე ახსენეთ, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება დევნის განხორციელების აქვს პროკურატურას. როდესაც საუბარია მკვლელობაზე და რეკომენდაციაში წერია, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიწყე დევნაო ეს ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა უკარნახოს ვინმეს რომ შენ მე გავალებ დაიჭირე ეს პირი. ამიტომ დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვიტოვებ ამის მსჯელობის ნიადაგს, თქვენთან ერთად რა სახით შეიძლება ამისი მოდიფიცირება და ჩამოყალიბება და ისე არ უნდა გავაკეთოთ , რომ ჩვენ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს რომ დააკავე პირი, შემდგომ მოხდეს პირის დაკავება, შემდგომ მოხდეს სასამართლოში მისი გამართლება და შემდგომ შესაძლოა საქმე აღმოჩნდეს სტრასბურგის სასამართლოში, რომ თურმე მტკიცებულებების გარეშე მოხდა პირის დაკავება და აქეთ შემობრუნდეს ეს საქმე“- განაცხადა ოხანაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა