logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
დავით ზალკალიანი: იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
14:45 04.09.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტრ ტარო კონოს პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მიღწევას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას.

ამის შესახებ ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტარო კონოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.



დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და მზადყოფნა გამოთქვა იაპონურ მხარესთან განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა.



„საქართველოს და იაპონიას ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ. ჩვენს ქვეყნებს მნიშვნელოვანი და აქტიური წვლილი შეაქვთ მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იაპონია ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი და პარტნიორია, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი განცხადებით, იაპონია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, იგი მიესალმება საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.



„10 წლის წინ, რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, დონორთა კონფერენციაზე, იაპონიამ ერთ-ერთმა პირველმა გამოუყო საქართველოს ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას მოხმარდა. დღეს, მინისტრ კონოსთან ერთად ხელი მოვაწერეთ აღნიშნული პროექტის მეორე ფაზის დაფინანსების შეთანხმებას. იგი ითვალისწინებს ხსენებული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთს საავტომობილო გზის მშენებლობისთვის იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსების გამოყოფას.“ - განაცხადა დავით ზანკალიანმა.



მან ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ უაღრესად მნიშნველოვან იაპონიის კავკასიის ინიციატივას და მის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტებს. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს როგორც ახალ მიმართულებებს, აგრეთვე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში უკვე არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დავით ზალკალიანი მიესალმა იაპონიის მთავრობის სტრატეგიულ ხედვას კავკასიის რეგიონის მიმართ და გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, აღნიშნული ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.



მინისტრმა ასევე ისაუბრა გამოჩენილი სპორტსმენის, ლევან გორგაძის-ტოჩინოშინის ისტორიულ გამარჯვებაზე 2018 წლის პირველ ჩემპიონატზე, რამაც მას ოძეკის სტატუსი და საქართველოსა და იაპონიაში საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ დატვირთვას შეიძენს.



იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტარო კონო საქართველოს 4-5 სექტემბრს სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების მანძილზე. იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრი შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგნელებთან. მან პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა