logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან კობერიძე: მოსახლეობის ჩართულობით ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას
ლევან კობერიძე: მოსახლეობის ჩართულობით ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას
14:14 04.09.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება.


„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის ჯანდაცვის მიმართულებით მრავალ სხვა პროგრამას შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელმაც უკვე მრავალი ათასი ადამიანი რეალურად გადაარჩინა სიკვდილს და დაუბრუნა სრულფასოვან ცხოვრებას, დაუბრუნა მათ ოჯახებს. ეს პროგრამა ახალ ფაზაში შედის, რაც გულისხმობს იმას რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ერთ-ერთი კომპონენტი - კვლევების ღირებულება, რაც კიდევ უფრო მეტად მცირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროგრამას დეცენტრალიზაციის კომპონენტი დაემატა, ანუ პრაქტიკულად დღეისათვის თითოეულ რეგიონში იქნება აუცილებლად ერთი წერტილი, სადაც ადამიანები შეძლებენ ამ სერვისის მიღებას რეგიონებში, რაც მათთვის გაცილებით უფრო კომფორტული იქნება და დროის დაზოგვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე აღსანიშნია, რომ ომის და სამხედრო ვეტერანებისთვის კვლევების 70 % სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მთლიანობაში არის ჩვენი დაპირებების რეალურად შესრულების კონკრეტული მაგალითი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობის ჩართულობით, მათი გონიერებით - აუცილებლად გაიარონ სკრინინგის პროგრამები და კვლევები - ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას საქართველოში“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა