საქართველოში წელს გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 75 პროცენტამდე გაიზრდება.
მიხეილ სააკაშილის განცხადებით, ამჟამად,
ტერიტორიის 55 პროცენტი გაზიფიცირებულია. წელს დამატებით გაზს 80 ათასი ოჯახი მიიღებს.
"მე დაგპირდით რომ 2015 წლისთვის საქართველოში 300 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური იქნება აშენებული, დღეისთვის უკვე დაწყებულია ჰესების მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობა", - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით, ჯამური ინვესტიცია ახალ ჰიდროელექტროსადგურებში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს და მშენებლობაზე 13 000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს.

















