ევროპარლამენტში ევროკავშირის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, ნონა მიხელიძე ინტერნეტ
თავდასხმის ობიექტი გახდა.
თავად მიხელიძე აღნიშნულს ევროპარლამენტში მის ანგარიშს უკავშირებს.
მისი თქმით, ინტერნეტ შეტევა მისი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება.
„ჩემს „Facebook“-ზე შეტევა იყო და მამატებდნენ რაღაც ჯგუფებში, მიგზავნიდნენ რაღაც ვირუსულ საიტებს. ჩემს დას გაუტეხეს „Facebook“. მუქარის წერილებისც მოდიოდა, რომელსაც მე დაუყოვნებლივ ვშლი. ამ ფაქტს ვუკავშირებ, რა თქმა უნდა, ამ გამოსვლას. არ ვიცი ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, დაუსაბუთებლად ბრალს ვერავის დავდებ. შეიძლება ვუჩივლო კიდეც. მე პასუხისმგებელი ვიყავი ევროპარლამენტის მიმართ და შემიძლია მივწერო ევროპარლამენტს, ამის დაცულად ვგრძნობ თავს, ჩემი აზრით, არ უნდა უღირდეთ ახალი სკნადალის ატეხვა“- განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან სატელეფონო საუბრისას.

















