logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
09:52 04.09.2018
საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას პროცესის ხელის შეშლის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით.
„გუშინ და დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ლანჩხუთის ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე კონკურსანტმა ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია მათთან განხორციელებული უცნობი სატელეფონო ზარების შესახებ.
კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ სხვა ოლქებიდან, საუბნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგანაც მიიღო.
ლანჩხუთის ოლქში მონაწილე კონკურსანტების მიერ მოწოდებული სატელეფონო ნომერი ცესკომ საკუთარ ელექტრონულ ბაზებში გადაამოწმა, რომელშიც დაცულია წევრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების, დამკვირვებლების და სხვა ინფორმაცია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ცესკოს ბაზის მიხედვით კონკრეტული ტელეფონის ნომერი ეკუთვნის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 აგვისტოს იქნა პარტიის წარმომადგენლად რეგისტრირებული.
გარდა ამისა, სხვადასხვა ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდოდ პროვოკაციის მიზნით, კონკურსანტების მიერ განცხადებების შეტანის მცდელობა ხდებოდა სხვადასხვა თანამდებობის პირების სახელის გამოყენებითაც. აღნიშნულ ფაქტებზე საოლქო საარჩევნო კომისია ახდენდა შესაბამის რეაგირებას, რაც გულისხმობს კონკურსის წესის განმარტებას და კანონის ფარგლებში პროცესის წარმართვას.
ასევე, დაუდგენელი პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო ზარები ცესკოს თანამშრომლებთანაც მათ საქმიანობასთან შეუსაბამო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ მხარეებს ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და ნუ შეეცდებიან კონკურსში მონაწილე მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეს საარჩევნო გარემოს.
შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით.
ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ შეფასებას და არჩევნების სანდოობას“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა