logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის
არჩილ თალაკვაძე: აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის
09:46 04.09.2018
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტში ისრაელის ლიდერთა ცენტრ „ახალგაზრდა ელჩების“ სტუდენტთა დელეგაციას შეხვდა.



არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაზე, პარლამენტის საქმიანობაზე, ორი ქვეყანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა.



შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა, რომლებიც ინოვაციების და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ხორციელდება. ასევე, მათ კითხვები ჰქონდათ ოკუპაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო მმართველობასა და პარლამენტის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში, განათლების სისტემასა და განათლების პროცესთან დაკავშირებით და სხვა.



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და შეხვედრის დასასრულს მათ წარმატებები უსურვა სწავლასა და მომავალ საქმიანობაში.



„დღეს პარლამენტში ვუმასპინძლეთ ისრაელიდან ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ლიდერთა პროგრამის მონაწილეები არიან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე, ინოვაციებსა და განვითარების პროცესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ აქვთ ძალიან კარგი წარმოდგენა თუ როგორია ჩვენი ქვეყანა.

​ახალგაზრდებმა თვითონვე დაახასიათეს, თუ როგორია მათ წარმოსახვაში საქართველო. აღფრთოვანებული დავრჩი იმით, თუ რამდენად დიდ პატივს სცემენ ისრაელში ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენს კულტურას და ჩვენი ქვეყნის ბრძოლას თავისუფლებისთვის. შევთანხმდით, სამომავლო თანამშრომლობაზე და კომუნიკაციაზე. ვინაიდან, თავის დროზე, მე თვითონაც ვსწავლობდი ლიდერთა სკოლაში. ვფიქრობ, ბევრ საერთოს გამოვძებნით და ეს დაეხმარება როგორც ქართველ ახალგაზრდებს, ასევე ისრაელში ახალგაზრდებს საკუთარი კარიერის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო - აღფრთოვანებული დავრჩი, თუ როგორი პროგრესული და ძლიერი თაობა მოდის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.



„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება. მომავალი ახალგაზრდები, მომავალი ელჩები, ასევე თქვენი - საქართველოს დიპლომატები ჩვენ ერთმანეთს დავაკავშირეთ და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო განვითარდება და გაიზრდება ეს ურთიერთობა“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა სეხვედრის დასასრულს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა