ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე შეეხო დასაქმების და განათლების სფეროშიშესაძლო თანამშრომლობის საკითხებს.
„საქართველო გრძნობს და მადლობელია იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია, მისი ხელისუფლება და პოლიტიკური წრეები იჩენენ საქართველოსმიმართ. გვაქვს საპარლამენტო თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების საკმაოდ მაღალი დონე და გვინდა ესინტენსიური ურთიერთობები შევინარჩუნოთ “, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ დაფუძნების მნიშვნელობას, რომელიც ხვალ 4 სექტემბერს გაიხსნება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცემხარდაჭერისთვის, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

















