logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: თუკი რაიმე დარღვევა გამოვლენდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომისიას ჰქონდეს მაღალი სანდოობა
ეკა ბესელია: თუკი რაიმე დარღვევა გამოვლენდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომისიას ჰქონდეს მაღალი სანდოობა
16:12 03.09.2018
მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი საგამოძებო კომისიის მუშაობის პროცესში საქმესთან დაკავშირებით კანონის დაუცველობა გამოვლინდება, ეს კომისიის სანდოობას გაზრდის.
მისივე თქმით, კომისიის წევრებისთვის ძალიან მნიშნელოვანია, თუ რამდენად სწორად მიდის საგამოძიებო პროცესი.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ საქმის ირგვლივ სიცხადე შევიტანოთ იმ მანდატის ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ თუკი რაიმე დარღვევა იქნება გამოვლენილი ან რაიმე კანონის დაუცველობას ექნება ადგილი და ამას ჩვენ ამ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დავასკვნით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კომისიას ჰქონდეს მაღალი სანდოობა და ჩვენს შეფასებებს ჰქონდეს დამაჯერებლობა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მივდივართ თუ არა, იმიტომ რომ კომისია არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი, კომისია ვართ ჩვენ, ყველა. ამას იმიტომ ვამბობ რომ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ეპიზოდზე, რომელზეც სამართლებრივ ჭრილში სასამართლომ უნდა მისცეს საბოლოო შეფასება. ბრალი წარდგენილი აქვს ადამიანს, დაკავებულია, პატიმრობა შეფარდებული აქვს, თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფება და სასამართლომ უნდა განიხილოს საბოლოოდ ბრალდების საქმე, არ ვიცი ზუსტად, რა ეტაპზეა ეს საქმე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასებები მიმდინარე სასამართლო საქმესთან დაკავშირებით ჩაითვლება პირდაპირ ზეწოლად სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე, ამის გამო ჩვენ, თქვენ ძალიან კარგად იცით, ბევრ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვიკავებთ თავს, რომ არ გავაკეთოთ შეფასებები იმ საქმეზე, რომელზედაც განაჩენი დამდგარი არ არის. თუ დამდგარია განაჩენი - სხვა მოცემულობაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ, სახელმწიფო ვიქნებით მოპასუხე ისეთ საქმეებზე, სადაც რომელიმე ეს პირი, რომლის საკითხსაც ჩვენ ვეხებით სამართლებრივ ჭრილში, დააყენებს საკითხს უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლოში ჩაურევლობის პრინციპი დაიცვა თუ არა ხელისუფლებამ, მათ შორის პარლამენტმა ამ კომისიის სახით. შეიძლება თქვენ ეს არ გაღელვებთ იმიტომ რომ ხართ დღეს ოპოზიციაში და ბევრ საქმეზე რომელზედაც სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა იმ პერიოდში ჩადენილ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც იყო ხელისუფლების შეცვლამდე, დაადგინა დარღვევა, ჩვენ მოგვიხდა ამ საქმეებზე ჯარიმების გადახდა. მე არ მინდა ნამდვილად რომ რომელიმე საქმეზე საქართველოს მოქალაქის მიმართ დადგინდეს დარღვევა კონვეციით და კონსტიტუციით დაცული პრინციპის და ამის გამო სახელმწიფოს მოუწიოს პასუხისგება. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ იქნებ დავიცვათ ეს პრინციპი და ბატონი სუბელიანის მიმართ რა კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს საქმე, სწორად მოხდა თუ არა მტკიცებულებების შეფასება და ბრალდების წარდგენა, ეს არის კონსტიტუციის სასამართლოს დასადგენი, პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულება ხორციელდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. ჩვენ უნდა ვეხებოდეთ ისეთ გარემოებებს , რომელიც გამოვლენილი არ არის ან მიჩქმალულია და კონკრეტულმა პირებმა, თანამდებობის პირებმა, სახელმწიფოს ორგანოებმა გააყალბეს. დააკავეს ადამიანი, ბრალი წაუყენეს და პატიმრობის ქვეშ იმყოფება. ახლა ვლაპარაკობთ რომ ეს მტკიცებულება ასე კი არა ისე უნდა შეფასდეს და ჩვენ, პოლიტიკური ორგანო, პარლამენტი ვეუბნებით პირდაპირ სასამართლოს, რომ ამ გზით იარე. ეს არის პირდაპირი ზეწოლის მაგალითი, მე ამას ვაფიქსირებ ძალიან პრინციპულად იმიტომ რო, მიმაჩნია, რომ ამით ირღვევა რასაც თქვენ აკეთებთ, კონსტიტუციაც და ყველა კანონმდებლობაც, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს იცავს და სასამართლოში ჩაურევლობას გვავალდებულებს“- განაცხადა ბესელიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა