logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ ლატვიის ახალ ელჩთან საქართველოში ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სოფიო ქაცარავამ ლატვიის ახალ ელჩთან საქართველოში ინგრიდა ლევრენცესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
15:30 03.09.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ინგრიდა ლევრენცესთან.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით სამაგალითო თანამშრომლობა აღინიშნა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ საშუალებაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. ამ კუთხით, აღინიშნა 24 სექტემბერს დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართება.

საუბარი ასევე შეეხო განათლების საკითხებს და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის მაღალი დონის განათლების მნიშვნელობას. ამ კუთხით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ დაფუძნების მნიშვნელობას, რასაც ერთი მხრივ ექნება პრაქტიკული დატვირთვა, რომელიც იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ ამას ექნება ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა.

სოფიო ქაცარავამ ელჩს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ლატვიასა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობა აკავშირებს. ახალ ელჩთან დღეს ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები. ყურადღება გავამახვილეთ სტრატეგიულ კომუნიკაციებზე. მოხარული ვარ, რომ ლატვიის საელჩო მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციაში, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება. მომავალში ვაპირებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან, რაც დარწმუნებული ვარ, ბევრ მნიშვნელოვან შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა