logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცესკოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
ცესკოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს
14:45 03.09.2018
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა სრულდება.

ცესკოს ინფორმაციით, ორი სექტემბრის მდგომარეობით, 73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე შემოსულია 13 289 კონკურსანტის განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე არის იგივე, ჯამში 21 822 დანიშნული წევრი.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სხდომის მიმდინარეობისა და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გარეშე, უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ აღნიშნული სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღება.


საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიური ორგანო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ 7 ხმით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე.
ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცემს და რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში სასურველია მათ გაითვალისწინონ გარკვეული კრიტერიუმები, როგორიცაა:
• კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
• საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
• საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;
• საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ცესკო მიმართავს უფლებამოსილ პარტიებს, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინება, ასევე მნიშვნელოვანია მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.

იმის მიუხედავად, რომ კომისიის წევრთა კონკურსისთვის კანონმდებლობა არ განსაზღვრავს გასაუბრების ეტაპს, ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის იმ წევრებს, რომელთაც ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად სურთ გაესაუბრონ კონკურსანტებს მათი თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების საკითხიდან გამომდინარე, გასაუბრების პროცესის ფოტო-ვიდეო გადაღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსანტის წერილობითი თანხმობით“-აცხადებენ ცესკოში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა