logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში საქართველოს პროგრესია ასახული
ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში საქართველოს პროგრესია ასახული
09:48 03.09.2018
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს შესწორებები და რეკომენდაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა გასულ კვირას - 30 აგვისტოს განიხილა.



საქართველოს შესახებ მომხსენებლის ანდრეას მამიკინსის მიერ წარდგენილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ასევე ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს და მთავრობის ზალისხმევას.



"ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროპული დღის წესრიგისადმი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერას“-ნათქვამია ანგარიშის პროექტში.



დოკუმენტით მომხსენებელი მიესალმება საქართველოს მიღწევებს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში, მათ შორის კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმის განხორციელების, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით. ამასთან, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ევროკავშირი იზიარებს ვენეციის კომისიის საერთო დადებით შეფასებას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.



დოკუმენტში დადებითად არის შფასებული მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების განმტკიცების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.



თავისუფალი და პლურალისტული მედიის კონტექსტში, დოკუმენტში აღნიშნულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“-ს რეიტინგში.



ამგარიშის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით და მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. უაღრესად დადებითად არის შეფასებული მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.



ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მასში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირის 49-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის გაკეთება.

ანგარიშის პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ძალისხმევას ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომითი უფლებების დაცვისადმი, რაც გამოიხატა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებაში.



ანგარიშის პროექტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საინფორმაციო კამპანიებს ასოცირების შეთანხმების სარგებლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების კუთხით. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყნად.



აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაც ევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი. 30 აგვისტოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა