logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას
დავით ზალკალიანი: იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას
09:44 03.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ერთი წლის განმავლობაში ევროკომისარის უკვე რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში, რომელიც ამჯერად უკავშირდება თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნას.
„ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნება. პერსონალურად ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის“- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„გადაწყვეტილება სკოლის გახსნის შესახებ მიღებული იქნა 2017 წლის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს და ეს გახლავთ ამ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში განხორციელების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. ეს იქნება პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნების 16-17 წლის ახალგაზრდები მიიღებენ ევროპული ბაკალავრიატის ხარისხის დიპლომს და ფაქტიურად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ევროკავშირსა და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით“- განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.
„ბუნებრივია გვექნება საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაციაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფინანსური კუთხით”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა