logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა ერის გაერთიანების შესაძლებლობად აქცია
თამარ ჩუგოშვილი: ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა ერის გაერთიანების შესაძლებლობად აქცია
13:35 02.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიას იხსენებს და აცხადებს, რომ ეს დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.

„დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო. დავესწარი სენატორ მაკკეინისადმი მიძღვნილ საპატიო ცერემონიალს და პირველად მქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მომესმინა პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ ბუშის, ჰენრი კისინჯერის, სენატორ ლიბერმანის და სხვა უდავოდ დიდი ადამიანების გამოსვლებისთვის.

ჯონ მაკკეინმა თავისი დაკრძალვა აქცია ერის გაერთიანების შესაძლებლობად, მაშინ როდესაც ამერიკა ისეთი პოლარიზებულია, როგორც არასდროს. მან თანაბარი პატივისცემა გამოხატა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მიმართ. მთავარი სიტყვა საკუთარ დაკრძალვაში ათქმევინა ადამიანებს, რომლებთანაც მთავარი ბრძოლა წააგო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
მას 5 წელი აწამებდნენ ვიეტნამში, თუმცა მან შეასრულა მთავარი როლი ამერიკას და ვიეტნამს შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში.

მოგვიანებით კი, მიღებაზე, კიდევ ერთხელ მოვისმინე, როგორ უყვარდა საქართველო, როგორ დაეხმარა ჩვენს მსგავს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაში და როგორ ცდილობდა ჩვენც დაგვხმარებოდა.
ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ადიოდა, ითხოვდა გზად საქართველოში გამატარეთო, მაშინაც კი, როცა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდნენ.

მისი მთავარი ფრაზა იყო, რომ საკუთარი თავი უნდა შესწირო რაღაც უფრო დიდს, ვიდრე თავად ხარ.

ამ დღეებში მთელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან თუ რესპუბლიკელები, თანაბრად გლოვობს გმირის დაკარგვას. მასთან ერთად ეპოქა დასრულდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული“-აცხადებს ჩუგოშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა