ვაშინგტონის მთავარ საკათედრო ტაძარში რეპუბლიკელი სენატორისა და ვიეტნამის ომის
გმირის ჯონ მაკ კეინის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიალი მიმდინარეობს, რომლესაც ესწრებიან წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. ცერემონიალზე სიტყვით გამოდიან ჯოსეფ ლიბერმანი, ჰენრი კისინჯერი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი.
მაკ კეინი ამერიკის ყველაზე გავლენიან სენატორთა რიგს მიეკუთვნებოდა, ამავე დროს ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი.
დღეს საქართველოდან დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სახელით პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრის სენატორ ჯონ მაკ კეინის ხსოვნას.

















