საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ქართული დიასპორის
წარმომადგენლებმა გააფორმეს „თანამშრომლობის მემორანდუმი“, რომლის მიხედვითაც ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა დოკუმენტის ხელმომწერი დიასპორული ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ზემოაღნიშნული პრიორიტეტების სისრულეში მოყვანისათვის დაგეგმილი ღონისძიების ინიცირებასა და განხორციელების პროცესებში.
თანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს ღია დოკუმენტს , რომელში ჩართვაც შეუძლია ნებისმიერ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას.
აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ქართული დიასპორის ერთიანობის გაძლიერებას და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარებას.

















