logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე
მამუკა მდინარაძე: ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე
17:26 30.08.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, რაც ამ კანონის უმთავრესი დადებითი მხარეა.

"აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ თბილისის მერის და ჩემი კოლეგების ინიციატივას საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების გართულებასთან დაკავშირებით.

ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, დასჭირდება 100 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონების შეძენა.

ამის გარდა უცხოელი, ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ბინადრობის უფლებას საერთოდ დაკარგავს. ამავე დროს ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უნდა განახორციელოს მინიმუმ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მისი წლიური ბრუნვა მინიმუმ 120 000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს.

ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, რაც ამ კანონის უმთავრესი დადებითი მხარეა.

კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება კანონში დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს - მათ თავისუფლად შეეძლოთ რამდენიმეჯერ დაეფიქსირებინათ ერთი ბინის გადაყიდვა უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებზე და ამით ეძლეოდათ საშუალება ბინადრობის უფლება მოეპოვებინათ რეალურად ბინის შეძენის გარეშე. ცვლილებებით ეს ხარვეზებიც მთლიანად აღმოიფხვრება"-აცხადებს დეპუტატი.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა