საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერის, კახა
კალაძის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების გამკაცრებას გულისხმობს.
"მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა"-აცხადებს კობახიძე.

















