logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში
ირაკლი კობახიძე: მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში
09:56 30.08.2018
„მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება შესაძლო კონკრეტულ გადაცდომებს, ამაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა რეაგირება. რეაგირების მექანიზმები გაწერილია კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციამ ასეთ გადაცდომებზე, თუ ასეთი არსებობს, უნდა იმოქმედოს ამ ნორმების შესაბამისად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.



მისივე თქმით, საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის სათანადო, უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი.



„სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგები და მიზეზი არის ის, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში. ყველა კანდიდატს აქვს იმის საშუალება, რომ დაამყაროს სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მიიტანოს საკუთარო გზავნილები. ასეთ პირობებში წარიმართება ეს პროცესი, არანირად არ ფერხდება არც აგიტაცია, და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც არ შეიმჩნევა რაიმე სისტემური პრობლემა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს და ეს არის მთავარი.



„არაერთი კომენტარი მოვისმინეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს. ისინი ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოქცევას, იგივე ეხება უწყებათაშორის კომისიას და ზოგადად საარჩევნო პროცესებს. ეს არის ის, რასაც ვართ მიჩვეული, თუმცა მთავარია საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს. ეს არის ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა