პარლამენტში ავღანეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დაწყებისას პრეზიდენტმა დააყენა.
მან რამდენიმე დღის წინ სამი ქართველი კაპრალის დაღუპვაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით მიესალმა იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მსახურობენ.
პრეზიდენტი მიესალმა ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.
"ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებდით თვალყურს მის ვიზიტს ისრაელში", - განაცხადა მან.

















