დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი,
რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, დამოუკიდებელი იყოს.
მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით პარტიაში ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
„მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და ჩვენ რა რესურსიც გაგვაჩნია, ჩვენი მხარდამჭერები ხომ არსებობენ ქვეყანაში და ძალიან ბევრია, შესაბამისად, კანდიდატს ექნება მხარდაჭერა. მთავარია, ის იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუ ვინ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, ვნახოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

















