პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული
ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელების ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მოვლენების განვითარებას ელის.
„ჩვენ შეგვეძლო გაგვეთამაშებინა სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც იქნებოდა პროცესში ხელოვნური ჩარევა. ეს ბუნებრივია, იქნებოდა არასწორი. ამიტომ ველოდებით პროცესების განვითარებას. ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მიხედვით, თუ რა სპექტრით ჩამოყალიბდება კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

















