კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა ცესკოს თანამდებობიდან
გადადგომის შესახებ მიმართა.
აღნიშნული, სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრების იმ ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება, რომელიც შესაძლოა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან დარღვევებს შეიცავდეს.
„ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა უბრალოდ, აბსოლუტურად არ ვეთანხმები ჩანაწერებში მოყვანილს, რაც კონტექსტიდან ამოგლეჯილია, თუმცა რომ არ დაზიანდეს საარჩევნო პროცესი, მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება“- განაცხადა ფეტვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ჩანაწერებიდან, რომელიც გუშინ გავრცელდა და სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიგურირებენ, საუბარია იმაზე, რომ კომისიის წევრების კანდიდატურებს „ქართული ოცნების“ კრწანისის საარჩევნო შტაბთან ათანხმებენ.
ჩანაწერის მიხედვითვე, წინასწარ არის ცნობილი საარჩევნო კომისიების იმ თავმჯდომარეების ვინაობა, ვინც ერთ თვეში უნდა დაინიშნოს.

















