საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტს, ეროვნული
თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელს, ფაიზსარაჯს. მხარეებმა ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრა და ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამედ ტაჰასიალას. ღონისძიების დასრულებისას გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ლიბიაში ამჟამად არსებულ ვითარებასთან და ორმხრივ დღის წესრიგთანდაკავშირებული აქტუალური საკითხები.
ლიბიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიბიის მხარესთან შეხვედრების დროს ასევე ისაუბრა ლიბიაშიდაკავებული ქართველი მესაზღვრეების საკითხზე.
ალექსანდრე ნალბანდოვმა ასევე შეხვედრები გამართა ლიბიის საგარეო უწყებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონისწარმომადგენლებთან, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

















