logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის აპარატში საბაზისო სასწავლო პროგრამა შემუშავდა
საქართველოს პარლამენტის აპარატში საბაზისო სასწავლო პროგრამა შემუშავდა
13:07 27.08.2018
26-27 აგვისტოს, ბორჯომში, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერების გასვლითი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საბაზისო სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა.

"პროგრამის მიზანია, მომავალში საქართველოს პარლამენტის აპარატში ნებისმიერ ახლადმიღებულ თანამშრომელსა და სტაჟიორს, სანამ ის უშუალო ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას შეუდგება, შესაძლებლობა ჰქონდეს გაიაროს საბაზისო საორიენტაციო სასწავლო პროგრამა", - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აპარატში ხელმძღვანელი პირებისა და დეპუტატებისაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საბაზისო სასწავლო პროგრამის შექმნაზე მუშაობდა.

"სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ტარდება, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერები დაამუშავებენ შეთანხმებული და შეჯერებული საბაზისო პროგრამის თითოეული მოდულის სილაბუსს და განსაზღვრავენ იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც უნდა მოხდეს ამ სასწავლო პროცესის წარმართვა. სამუშაო შეხვედრას უძღვება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ექსპერტი, რომლის ხელმძღვანელობითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები ახორციელებენ საბაზისო სასწავლო პროგრამის სილაბუსების დამუშავებასა და საბოლოო სახის მიცემას", - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სამთვიანი სტაჟირების პროგრამა გახანგრძლივდა და გახდა ექვსთვიანი. ამ ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პარლამენტში მიღებულმა სტაჟიორმა უნდა გაიაროს სასწავლო პროგრამა.



"ეს სასწავლო პროგრამა იქნება ოთხკვირიანი ხანგრძლივობის და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ელემენტებს იმისთვის, რომ ნებისმიერმა სტაჟიორმა, ასევე ახლადმიღებულმა თანამშრომელმა უფრო მეტი წარმოდგენა იქონიოს იმ პროცესებზე, რაც პარლამენტის შიგნით ხდება და ეს იქნება მისთვის გარკვეულწილად, გაცნობითი, საორიენტაციო ხასიათის საბაზისო ელემენტი", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.



პარლამენტის აპარატის უფროსის განაცხადებით, მისასალმებელია ისიც, რომ სწორედ NDI - ს მხარდაჭერით, 2 თვის წინ, საბაზისო პროგრამის წარმმართველ ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენინგი იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, რაც მათ დაეხმარებათ ამ პროცესის განხორციელებაში.



მისივე თქმით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, კონკურსის საფუძველზე მიღებული სტაჟიორების საბაზისო სასწავლი პროგრამით სწავლება დაიწყება.



"აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩვენ გამოვაცხადებთ გახანგრძლივებული სტაჟირების კონკურსს. გეგმის მიხედვით, 1 ოქტომბრიდან დავიწყებთ ექვსთვიან სტაჟირებას იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკურსს წარმატებით გაივლის. სწორედ ოქტომბრიდან, პილოტურ რეჟიმში, პირველად განხორციელდება მიღებული სტაჟიორების საბაზისო პროგრამით სწავლება. ამ კუთხით დღევანდელი ღონისძიებაც და მთელი ის პროცესები, რასაც სამუშაო ჯგუფი აპარატის ფარგლებში ახორციელებს, მიმართულია სტაჟიორების ცოდნისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად", - განაცხადა გივი მიქანაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა