logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული
10:47 27.08.2018
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ პოზიტიურად არის შეფასეული საქართველოში არსებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემოს უზრუნველყოფით და რეგიონში არსებული შოკების მიმართ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც როგორც შიდა მოთხოვნის (ძირითადად ინვესტიციების), ასევე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგია.

Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „BB“კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა და პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის პროცესი; ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო; ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან თანხვედრა, გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB“ კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიის მკვეთრად დადებითი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის კაპიტალს მოზიდვისათვის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch“ მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა