საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში უკვე მივიდა.
გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება.
როგორც დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სააკაშვილი ახალი ინიციატივებით გამოვა. იგი ისაუბრებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე.
პრეზიდენტის წლიური ანგარიშის ტექსტი 24 გვერდიანია და იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ისაუბრებს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდება. შესვენების დასრულების შემდეგ კი, პოლიტიკური დებატები გაიმართება.
პარლამენტში ასევე იმყოფებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ძალოვანი მინისტრებიც.

















