საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის
გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს ბახტაძე Twitter-ში აქვეყნებს.
ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთან არის", – წერს მამუკა ბახტაძე.

















