საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი
მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, არაადეკვატურია. მისივე თქმით, მარგველაშვილმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს.
"თავიდან არ იცოდა პრეზიდენტმა როდესაც დააანონსა კონსულტაციები, რომ არაადეკვატურია დღევანდელი გადაწყვეტილება და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, გადაწყვეტილებების კომენტირება მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება.
მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის. შემდეგ მან კინკლაობა დაარქვა ამას. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები ან წარმოედგინა რომელიმე თავისი თანამშრომელი, ახლობელი და შეეფუთა ეს დემოკრატიად"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

















