პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან
დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია სავარაუდოდ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
"საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოზიცია, ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდო. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია" -განაცხადა კობახიძემ.

















