საქართველოს ხელისუფლება შემოდგომაზე სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობასთვის ღვინის დარიგებას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს გურჯაანის რაიონში, ვაჩნაძიანთკარში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც კახეთის მოსახლეობას ყურძნის მოსავალი არ აქვს.
„განვიხილავთ, რა საშუალება გვექნება, რომ მათ ვისაც სრულად გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, მინიმალური რაოდენობის ღვინო მაინც დაურიგდეს და საახალწლოდ სუფრასთან დაილოცონ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვერ შეძლებს მიყენებული ზარალის სრულ კომპენსირებას, თუმცა, გაწეული დახმარება მოსახლეობისთვის სტიმული იქნება.

















