logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გივი მიქანაძე ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
19:21 23.08.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბელორუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხეილ მიატლიკოვთან.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელი სტუმარს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ბელორუსიის პარლამენტის ორივე პალატის აპარატებს შორის თანამშრომლობაზე და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ესაუბრა. გაუზიარა საკუთარი ხედვები სამომავლო ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის კოორდინირებული საქმიანობის თაობაზე.

გივი მიქანაძემ ბელორუსის რესპუბლიკის ელჩს, მიმდინარე წლის 24-25 სექტემბერს, ქართული მხარის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის პარლამენტის სასახლეში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსების მონაწილეობით მემორანდუმი გაფორმდება, რითაც საფუძველი ჩაეყრება რეგიონის პარლამენტების აპარატებს შორის ინტენსიურ და რეგულარულ თანამშრომლობას.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა, მიესალმა ამ ინიციატივას და მზაობა გამოთქვა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი როგორც პარლამენტებს შორის თანამშრომლობას, ისე პარლამენტის აპარატის დონეზე ურთიერთობას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.


მისი თქმით, ელჩმა, მიხეილ მიატლიკოვმა აღნიშნულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საელჩოს წარმომადგენლის დასწრების სურვილი გამოთქვა, რაც მხარდაჭერილი და მოწონებული იქნა.



შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება როგორც პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის თანამშრომლობისას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს და ავითარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.



"შევთანხმდით, რომ გვექნება რეგულარული, პერიოდული კომუნიკაცია და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რათა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში, როგორც ბელორუსის საელჩომ საქართველოში ასევე, ჩვენი ქვეყნის საელჩომ მინსკში, მნიშვნელოვანი როლი განახორციელოს. ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მომავალშიც მნიშვნელოვანი მოლოდინები გვაქვს", - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა