logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობის  შემცირება ადამიანური ტრაგედია, ჰუმანიტარული კატასტროფაა
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ადამიანური ტრაგედია, ჰუმანიტარული კატასტროფაა
18:50 23.08.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია მშვიდობიანი მოლაპარაკება. ამ მიმართულებით მეგობარი ქვეყნები რუსეთთან დიალოგს აწარმოებენ. მისივე თქმით, დასანანი და გულსატკენია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
პრემიერი იმედოვნებს, რომ სწორედ პარტნიორი ქვეყნების წყალობით, საქართველო ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს.


"ბევრ ჟურნალისტს ვეუბნები, ვინც ევროპიდან ჩამოდის, ხალხთა შორის ურთიერთობები მართლაც ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოიძებნოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ამ ყველაფერს სამართლიანად დაარეგულირებს.

არსებობს საერთაშორისო სამართალი, არსებობს დოკუმენტები, რომელიც ხელმოწერილია და მას სჭირდება შესრულება, ამას ბუნებრივია, სჭირდება პოლიტიკურ ნება და მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე, ვინაიდან დიალოგს არ გააჩნია ალტერნატივა. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით აუცილებლად მივაღწევთ საწადელს.

ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი რა არის – ის, რომ ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ომის დაწყებამდე მაგალითად აფხაზეთში მოსახლეობა ვინც ცხოვრობდა, 530 000 ადამიანი იყო, დღეს არის 100 000-ზე ოდნავ მეტი. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ 4-5-ჯერ შემცირდა რაოდენობა და ის არ აღემატება 20 000-ს ადამიანს. საიდანაც დიდი ნაწილი არიან, ისევ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები და აქ ისმის კითხვა, არის ეს კი იმ ადამიანების ინტერესში, ვინც აქ მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა მეგობრულად – ეს არის ადამიანური ტრაგედია, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ორიენტირებული კონკრეტულ მიზანზე, რომ მოვახდინოთ ნდობის აღდგენა. თქვენ იცით ჩვენი პროგრამა – "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, მივცეთ შესაბამისი წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე, შეძლონ ელემენტარული სამეწარმეო საქმიანობა, რომ გამოკვებონ ოჯახები, ვითხოვთ მხოლოდ მშვიდობას და ვითხოვთ სამართლიანობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება, დრო როდესაც ეს პრობლემები იქნება გადაჭრილი", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა