პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წევრები უკვე შეიკრიბნენ.
მინისტრების გარდა პარლამენტში უკვე იმყოფებიან დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები, ელჩები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ამ ეტაპზე პარლამენტში იმყოფება მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა, გარდა ძალოვანი მინისტრებისა.
სხდომათა დარბაზში კი დეპუტატები უკვე შეიკრიბნენ.
პრეზიდენტის გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება.

















