საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ,
საქართველოს პარლამენტის სახელით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისში, კოფი ატა ანანის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პარლამენტის წევრმა გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ღვაწლი აღნიშნა.
"კოფი ანანი იყო გამორჩეული ადამიანი. გამორჩეული იყო მისი ღვაწლი ხალხების, ქვეყნებისა და ერების ისტორიაში. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობდა იმ დროს, როდესაც მას გაეროს გენერალური მდივნის პოზიცია ეკავა. გულწრფელად გამოვთქვამ მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო", - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
განელი დიპლომატი ამ პოსტს ორი ვადით, 1997-დან 2006 წლამდე იკავებდა. 2001 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ატა ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

















