logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა არეშიძე: საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი დადებითი შედეგით დაასრულოს
მამუკა არეშიძე: საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი დადებითი შედეგით დაასრულოს
15:37 22.08.2018
"სტრასბურგის სასამართლოს შედეგი წარდგენილ დოკუმენტებზე და პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ორივე ეს ფაქტორი საჩვენოდ მუშაობს, ამიტომ საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დადებითი შედეგით დაასრულოს" - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი არ გამორიცხავს,რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილოს.

საქმე, როგორც ხდება ხოლმე, შეიძლება დიდხანს გაიწელოს, თუმცა პოლიტიკური კონიუქტურა ისეთია, რომ არც იმას გამოვრიცხავ, სარჩელის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. თავისთავად, თუ ვიმსჯელებთ იმ ტენდენციებზე რაც არსებობს და თუ გავითვალისწინებთ იმ შუალედურ შედეგებს, რომელიც გვქონდა სტრასბურგში 2008 წლის ომის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვესწრებოდი, შემიძლია გითხრათ, რომ უაღრესად კარგი მხრივ გამოჩნდა ქართული მხარე, არამხოლოდ ფაქტების თვალსაზრისით, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც.

არ ვიცი ვადების თვალსაზრისით რამდენად გაიწელება ეს პროცესი, მაგრამ თუ დროზე მოხდა ამ საკითხის განხილვა, საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კარგი, დადებითი შედეგი მიიღოს. სტრასბურგის სასამართლო აკეთებს იურიდიულ შეფასებას და ამაზეა შემდეგ დაფუძნებული პოლიტიკური შეფასება. მთავარია აქ პოლიტიკური მხარე და ამ თვალსაზრისით, რუსეთის გამტყუნება არის ერთ-ერთი ზემოქმედების ბერკეტი, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან" - აცხადებს არეშიძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" შეიტანა. საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა