logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია
სოფიო ქაცარავა: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია
14:04 22.08.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ქალაქ ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა კოლეგებს, ფორუმის სესიაზე სახელწოდებით – "ევროპული და ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა", სადაც ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსებაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

"წელს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ისევე, როგორც საქართველო. ჩვენ ბევრი საერთო ისტორიული მოვლენა გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებებია. ეს ფაქტორი და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, გამოწვევების წინაშე გვამყოფებს. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია. ღია კარის პოლიტიკა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედი იყო ყოველთვის, რაც ევროპის ერთიანობისა და დაცულობის გარანტია", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა