logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, რეგიონის უდიდესი პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლობლობას მოგვცემს
სოზარ სუბარი: ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება, რეგიონის უდიდესი პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლობლობას მოგვცემს
12:33 22.08.2018
საქართველოს მთავრობის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთში, ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა.

როგორც წარდგენისას სოზარ სუბარმა განაცხადა, ამირანაშვილს დიდი გამოცდილება აქვს, რაც ამ უდიდესი პოტენციალის მქონე რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.

„საქართველოს ამ უძველეს კუთხეში, სამცხე-ჯავახეთში, ახალი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი წარვადგინეთ. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. მისი გამოცდილება ძირითადად პოლიციურ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა სამოქალაქო სფეროში მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ გადადიან ძალოვანი უწყებებიდან სამოქალაქო სფეროში, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ და სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იქ უნდა ვიმსახუროთ. სწორედ ამის მაგალითია ბესიკ ამირანაშვილი, ადამიანი რომელსაც აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი და 24-საათიანი მუშაობის გამოცდილება“-განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთი ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა, რადგან გარდა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო გადაზიდვების მიმართულებით განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის 10%-იც არ არის ათვისებული.

„კარგად არის განვითარებული ბორჯომი და ბაკურიანი, თუმცა არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ეს პოტენციალი არ არის გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს. მაგალითად ახალციხე-ზარზმა-ბათუმის გზა განავითარებს როგორც ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, ისე დადებით გავლენას მოახდენს ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაზე და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მეორე გზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და მალე გაკეთდება, ეს არის ბაკურიანი-ტაბაწყური-ახალციხის გზა, რომელიც, ახალციხეს კიდევ უფრო დაახლოებს დედაქალაქთან და ამასთან, საშუალებას მოგვცემს ტურისტულად განვითარდეს ულამაზესი მხარე ტაბაწყური და ახალი ტურისტული ნაკადი შეემატოს ჩვენს ქვეყანას. მესამე, უმთავრესი მაგისტრალი, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც გადის ახალქალაქზე. ეს რკინიგზა შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებს, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება აბასთუმანში, რომელიც არის ამ კუთხის ერთ-ერთი მარგალიტი და რომელიც უსამართლოდ იყო დავიწყებული წლების განმავლობაში. წელს, აბასთუმანი სავსეა ტურისტებით და ძალიან მალე ის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. მთელი ამ პოტენციალის ათვისება მოგვცემს საშუალებას, რომ სამცხე-ჯავახეთი უმდიდრესი მხარე გახდეს“-განაცხადა სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა