logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო სუსტი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დასავლეთის რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე იყო სუსტი
11:40 22.08.2018
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის, პირველი - კრემლის პოლიტიკაა.

"რუსეთი საერთაშორისოდ დამკვიდრებული ქცევის წესებს მუდმივად არღვევს. ყირიმის დაკავება 2014 წელს პირველი შემთხვევაა 1945 წლის შემდეგ, როდესაც ევროპაში სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია სამხედრო ძალის გამოყენებით განხორციელდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში ეს არ ყოფილა კრემლის პირველი შეჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პირველი იყო საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს" - განაცხადა ჯერემი ჰანტმა. 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა რეაქციამ განაპირობა ყირიმის ანექსია. მისი თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ენდობიან მის დაპირებებს მეგობრები და რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარებს მტრები. "ჩვენ კი, გაძლიერების ნაცვლად, ვასუსტებდით ჩვენს ავტორიტეტს" - დასძინა მან.

ჯერემი ჰანტი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგრეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს და ხელყოფს საერთაშორისო წესრიგს. "ვინც ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევს წითელი ხაზების გადაკვეთისთვის, იქნება ეს ტერიტორიული ინტერვენციები, აკრძალული იარაღის გამოყენება თუ კიბერ-თავდასხმები" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა