logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
სოფიო ქაცარავა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
10:49 21.08.2018
21-23 აგვისტოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ქალაქ ვილნიუსს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში. ფორუმის სესიაზე სახელწოდებით - "ერთიანი და თავისუფალი ევროპა", სოფიო ქაცარავა ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების საკითხებზე ისაუბრებს. აქცენტი გაკეთდება ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსების აუცილებლობაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს. სოფიო ქაცარავა, გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ლიეტუვას და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობაზე.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი საკანონმდელო და ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები. საპანელო განხილვას მოდერაციას გაუწევს ატლანტიკის საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი. პანელზე, სოფიო ქაცარავასთან ერთად, სიტყვით გამოვლენ კურტ ვოკერი - აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ იუშჩენკო - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ქრისტიან შმიდტი - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მაია სანდუ - მოლდოვას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და სხვა მაღალი დონის ოფიცალური პირები და საერთაშორისო ექსპერტები.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ლიეტუვას სეიმში საგარეო ურთიერთობათა, ევროპულს საქმეთა კომიტეტების თამჯდომარეებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და სხვა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან.

"მსგავსი ფორუმები საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ხედვებისა და პოლიტიკის შესახებ. გავცვალოთ აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით და როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს "- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა